თურქმენეთსა და ყაზახეთს შორის თურქმენეთის ბუნებრივი აირის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია.
თურქმენეთის ოფიციალური ტელეარხის Altin Asır-ის ცნობით, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა რომან სკლიარმა თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
სკლიარი აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმება თურქმენული ბუნებრივი აირის ყაზახეთში ექსპორტზე.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ყაზახეთი ააშენებს მარცვლეულის ტერმინალს თურქმენეთში.
თურქმენეთი, ყოველწლიურად აწარმოებს 83 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს და ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში.