უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით, 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შესახებ განაცხადა. იმავე დღეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 26 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო.
შემდგომში ის კიდევ 30 დღით, 25 აპრილამდე, შემდეგ კი 25 მაისამდე გაგრძელდა. ასევე, 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის შემოღების შესახებ. 18 მაისს, სახელმწიფოს მეთაურმა პარლამენტში წარადგინა კანონპროექტები, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.