ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდებზე: მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სეულში, ვიდრე იაპონიაში გაემგზავრებოდა, როგორც პრეზიდენტის პირველი აზიური მოგზაურობის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: „გამარჯობა... წერტილი“, ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს ვიზიტის ბოლო დღეს, კვირას, სამხრეთ კორეაში განუცხადა.

ბაიდენმა თქვა, რომ არ აწუხებს" ჩრდილოეთ კორეის ახალი სარაკეტო გამოცდები.

„ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს”, - განაცხადა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი სეულში ვიზიტისას კორეის რესპუბლიკის (ROK) პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს შეხვდა. ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება, გააძლიეროს აშშ-სამხრეთ კორეის ალიანსი და გააფართოოს მისი ფოკუსი კორეის ნახევარკუნძულის მიღმა გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის მიმართ საფრთხეებზე, როგორიცაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ორი ლიდერი ერთგულია გადაწყვეტილების, გაზარდონ თანამშრომლობა პრიორიტეტული საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის კრიტიკულ ტექნოლოგიებზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, გლობალურ ჯანმრთელობასა და კლიმატის ცვლილებაზე. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს მათი საერთო რწმენა კონსტიტუციური დემოკრატიის და ინდივიდუალური უფლებების პატივისცემისადმი, ასევემ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ასევე - გააძლიერონ შეკავება და უზრუნველყონ მჭიდრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (DPRK) მიერ წარმოქმნილი საფრთხის მოსაგვარებლად. ორივე ლიდერმა გაიზიარა შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკაში COVID19-ის სწრაფი გავრცელების შესახებ და გამოხატეს მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დახმარების გაწევისთვის.

პრეზიდენტმა ბაიდენმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ განიხილავენ გაფართოებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად იმ დროს, როდესაც ამ საკითხში რეალური დიპლომატიის მცირე იმედი არსებობს.