ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების რაოდენობის მიხედვით. რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება პასუხი ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე,- აცხადებს ვასილი პისკარევი, რუსეთის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევის ფაქტების გამოძიების სახელმწიფო სათათბიროს კომისიის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსულ მედიასთან მიმართებით, ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი ყველაზე აგრესიულად იქცევიან. ამასთან, ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ „რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების“ რაოდენობის მიხედვით.
„მოგონილი საბაბით ბრალი წაუყენეს პორტალ RIA Novosti-Ukraine-ს მთავარ რედაქტორს კირილ ვიშინსკის და Sputnik Media-ს საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელს, ელენა ჩერიშევას,“- იხსენებს ვასილი პისკარევი. მან აღნიშნა, რომ „დასავლეთი, სიმართლის სიტყვის შიშით, დღეს არა მხოლოდ კრძალავს ჩვენს მედიას მათ ქვეყნებში, არამედ აწესებს საკუთარ ცენზურას ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, ბლოკავს რუსეთის მოქალაქეებს რუსულ მედიაზე წვდომას სოციალურ ქსელებში და YouTube ვიდეო სერვისზე“, - აცხადებს პისკარევი.