უნგრეთის მთავრობა იხელმძღვანელებს საგანგებო უფლებამოსილებებით, რათა შეძლოს უფრო სწრაფად უპასუხოს მეზობელ უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სამშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, უნგრეთმა უნდა „დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. ორბანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ მიღებული პირველი ზომები ოთხშაბათს გამოცხადდება.
ორბანის მთავრობას უკრაინის ომის შედეგებთან გამკლავება უწევს. მათ შორის, წლიური ინფლაციის (9,5%) და ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც გაიზარდა პირველ კვარტალში წინასაარჩევნო დანახარჯების გამო. მას ასევე სურს, ეკონომიკის შესამჩნევი შენელება აირიდოს თავიდან.
ორბანის პარტია Fidesz-მა კვლავ მოიპოვა პარლამენტში უმრავლესობის ორი მესამედი აპრილის არჩევნებში, თანდათან გაზარდა თავისი უფლებამოსილება 12 წლის განმავლობაში. ორბანი „დემოკრატიის ეროზიის“ მიზეზით ევროკავშირისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან კრიტიკას ხშირად იმსახურებდა.