აშშ-ის საელჩო: საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო - 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მათი თქმით, საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო და 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის.

„საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის.

სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის.

ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო“, – ნათქვამია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.


დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.