საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, Twitter-ის გვერდზე წერს.
„26 მაისს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ ყველას, ვინც ამისთვის იბრძოდა და მოგვიტანა ის დღემდე, ვინც ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება შეინარჩუნა. მათ სისხლი გაიღეს და თავიანთი სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენ ჩვენი სახელით ლაპარაკი, საქართველოს მომავლის არჩევა და ჩვენი ევროპელობის მოთხოვნა შეგვძლებოდა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.