თეირანი ცდილობს, ირანსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ $40 მილიარდს მიაღწიოს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე, ირანში განაცხადა.
„ირანის მთავრობა ცდილობს, განავითაროს ურთიერთობები რუსეთთან, რათა სავაჭრო ბრუნვა 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს“, - განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირანის პირველი ვიცე პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი ხელმძღანელობს.
ჯგუფში სხვადასხვა მინისტრი შედის და მის მუშაობას ირანის პრეზიდენტი აკონტროლებს.
ნოვაკი ირანში ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ჩავიდა. ოუჯის გარდა, დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან.
რუსეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა კვარტალში 10%-ით გაიზარდა.