ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა - 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მგზავრების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში იყვნენ და არც კომპანიამ და არც აეროპორტმა ყურადღება არ მიაქცია. მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება, ისინი ბილეთების გადაცვლას ცდილობენ, რადგან თუ დროულად არ ჩაფრინდებიან მილანში სამსახურს დაკარგავენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ადასტურებენ, რომ რეისის გაუქმება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობის გამო მოხდა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარს კომპანია Wizz Air გააკეთებს.