აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილშია აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებული თანამშრომლობა, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას.
„ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები. აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებთ ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დღეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობა ეფუძნება ამ დიდი ტრადიციების ერთგული ჩვენი ხალხების ნებას.
მჯერა, რომ ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტები და თანამშრომლობა, რომელიც დღითიდღე უფრო ფართოვდება, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრებს და გულწრფელ განხილვებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობათაშორისი კომისიების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და მიღწეული შეთანხმების რეალიზება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.