გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს!, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! ძვირფასო თავმჯდომარევ, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა ქვეყნის პროგრესსა და აღმასვლას. დაე, ჩვენი კავშირები, ჩვენი მოძმე ერების უკეთესი მომავლისთვის, კიდევ უფრო განმტკიცდეს შემდეგი ათწლეულების მანძილზე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.