ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ, რადგან ქარხნის გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს.
„ჩვენი აქციები ისევ გაგრძელდება. გუშინ მოხდა აფეთქება, რომელიც ხშირად მეორდება. გარდა იმისა, რომ გვაწუხებს კვამლი, გაზის სუნი, ჰაერის დაბინძურება, დიდი ხმაურია, რაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გუშინ აუფეთქდათ ჟანგბადის ბალონი და არა პატარა ბალონი, როგორც თავად ამბობენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში გუშინ აფეთქება მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი.