იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობაა აუცილებელი, ესაა დაკვეთა საზოგადოების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ განაცხადა.
„იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობა არის აუცილებელი. ეს არის დაკვეთა საზოგადოების - შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ის, რომ ასეთი დაკვეთა არსებობს, რამეთუ საზოგადოებას შეიძლება არ აქვს საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიამდე მიიტანოს და გააგებინოს თავისი ხმა. ვიტყოდი, რომ ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა ამ პერიოდში. როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენს ირგვლივ იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, ახალი არქიტექტურა იქმნება, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება და ამ შემთხვევაში, მით უმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და მას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას", - განაცხადა პრეზიდენტმა.