ლავროვმა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ ხმები უარყო.

„იცით, პრეზიდენტი პუტინი ყოველდღე ჩნდება საზოგადოებაში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ იგი ტელეეკრანებზე, წაიკითხოთ მისი გამოსვლები, მოუსმინოთ მის გამოსვლებს", - განუცხადა ლავროვმა ფრანგულ მაუწყებელ TF1-ს. ინტერვიუ კრემლმა თავისი არხებითაც გამოაქვეყნა.

„არა მგონია, რომ რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა დაინახოს ამ ადამიანში რაიმე სახის ავადმყოფობის ნიშნები. მე ამას ვტოვებ მათ სინდისზე, ვინც ამგვარ ჭორებს ავრცელებს“, - ამბობს ლავროვი.

პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო პერიოდში ცნობები აქტიურად ვრცელდება, კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფობას უარყოფს.