ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
ნაფტალი ბენეტი აღნიშნავს, რომ მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი შედგა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა დღეს იერუსალიმში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვეწვია. მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ” , - აღნიშნავს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი.