ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში პროგრესს მიაღწიეს

უკრაინის პრეზიდენტი ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში სამხედროების წარმატების შესახებ იუწყება. შესაბამის კომენტარს CNN ავრცელებს.

„უკრაინის ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში პროგრესს მიაღწიეს და აკავებენ რუსულ ძალებს ზაპორიჟიეში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშაბათს ღამით გამართულ მიმართვაში. ჩვენი დამცველები ავლენენ უკიდურეს გამბედაობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს არსებითი უპირატესობა ძალისა და იარაღის მხრივ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე.

„ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი შეთანხმებულია. მის დამტკიცებას და ძალაში შესვლას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ პაკეტის ძირითადი ელემენტები უკვე ნათელია და მთავარია მისი მიმართულება. ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე. ვაფასებ ძალისხმევას ყველა იმ ადამიანის, ვინც იმუშავა ამ შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად. პრაქტიკული შედეგი არის მინუს ათობით მილიარდი ევრო, რომლითაც რუსეთი ტერორიზმს ვეღარ დააფინანსებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.