საფეხბურთო კლუბი „მილანი“ მფლობელს იცვლის

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Redbird Capital Partners იტალიური საფეხბურთო კლუბ "მილანის" ახალი მფლობელი გახდება. კომპანიამ კლუბის 1,2 მილიარდ ევროდ შეძენის შესახებ საინვესტიციო ფონდ Elliott Management Corp-თან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

ერთი დღით ადრე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ Redbird Capital Partners-მა მილანის შესყიდვაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. სააგენტოსთან თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება ოფიციალურად 1-ელ ივნისს უნდა გამოცხადდეს. ოთხშაბათს, 1-ელ ივნისს, გაყიდვის შეთანხმება ოფიციალურად მილანის ვებგვერდზე დადასტურდა. კომპანიებმა განაცხადეს, რომ იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი მფლობელის საკუთრებაში ზაფხულში გადავა ახალ, ხოლო გარიგება სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბრამდე დაიხურება.