ოთხშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, დანია ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება. საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა თითქმის 67% ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) წევრობას ემხრობა, რაც დანიაში ევროკავშირის საკითხზე რეფერენდუმის მხარდაჭერის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. გამოკითხულთა დაახლოებით 33% ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) წევრობის წინააღმდეგი იყო.
„ჩვენ გავუგზავნეთ სიგნალი ჩვენს მოკავშირეებს NATO-ში, ევროპაში. ჩვენ მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. როდესაც პუტინი შეიჭრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, როდესაც პუტინი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ჩვენ ყველანი ვუახლოვდებით ერთმანეთს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა.
დანიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში, როგორიცაა სომალის, მალისა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ითანამშრომლოს ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების შეძენის კუთხით.