საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით. ჩვენი ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, – ამის შესახებ ბიუჯეტის და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით. მოხარული ვარ, რომ მივიღე ამბიციური და რეალისტური სიახლე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისგან. ჩვენი ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს დაუახლოვდნენ ევროკავშირს!“, – წერს იოჰანეს ჰანმა.