საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე პირველი შეხვედრა გიბრალტართან დიდი ანგარიშით 4:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრები გიბრალტარს სულ 4-ჯერ შეხვდა და ოთხივეჯერ დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ახალი ფორმით პირველი მატჩი ჩაატარეს.
პირველი გოლი მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, 33-ე წუთზე - გურამ კაშიამ. 87-ე წუთზე მესამე გოლი ჟორჟ მიქაუტაძის ანგარიშზეა, ხოლო ბოლო გოლი, 88-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.