ამერიკულმა როკ ჯგუფმა Metallica-მ უკრაინელების დასახმარებლად $1 მილიონი შეაგროვა

ამერიკულმა როკ ჯგუფმა Metallica-მ მილიონი დოლარი შეაგროვა World Central Kitchen-ისთვის , რომელიც მათი ინიციატივით, იმ ადამიანებს, ვინც უკრაინა რუსეთის შეჭრის გამო იძულებით დატოვა, საკვების ულუფების ნაკრებს უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ ჯგუფის პრესრელიზშია ნათქვამი.

„სულ რაღაც სამ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც WCK-მა პირველად დაიწყო უკრაინის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დევნილთა მხარდაჭერა ოჯახებისთვის კერძებისა და საკვების პაკეტების დარიგებით. ჩვენ მადლობას ვუხდით Metallica-ს, წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ნგრევა უზარმაზარია, მაგრამ WCK გააგრძელებს მუშაობას მათთვის, ვისაც ვჭირდებით“, - თქვა World Central Kitchen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

თავის მხრივ როკ ჯგუფი Metallica ორგანიზაცია World Central Kitchen-ს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

„WCK-მა შეძლო 31 მილიონზე მეტი კერძის მომზადება 230-ზე მეტ ქალაქში. მადლობა 4 300 თანამშრომელს, რომლებიც ამზადებენ საჭმელს რესტორნებში, ინახავენ მარაგს საწყობებში, აწვდიან კერძებს, მართავენ სატვირთო მანქანებს და დაუღალავად მუშაობენ გაჭირვებული მეზობლების გამოსაკვებად, მაშინაც კი, როცა თავდასხმის საფრთხე არსებობს. მათი ლოჯისტიკური მიწოდების ქსელი მოიცავს ფურგონებს, სატვირთო მანქანებს, მატარებლებსა და საწყობებს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. WCK აწვდის 8 მილიონ ფუნტზე მეტ საკვებს ოჯახებს, ხანდახან ბრძოლების შედეგად მთლიანად მოწყვეტილ რაიონებში და რუსეთის საზღვრებთან ახლოს“, - ნათქვამია ჯგუფის პრესრელიზში.


შეგახსენებთ, რომ მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა უკრაინელებისთვის $20 მილიონი შეაგროვეს.