ვატიკანმა გამოუშვა ვერცხლის მონეტა, რომელიც უკრაინას მიუძღვნა

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის მე-100 დღეს, ვატიკანის ფილატელიისა და ნუმიზმატიკის ოფისმა უკრაინისადმი მიძღვნილი სპეციალური ვერცხლის მონეტა (23 გრამი) გამოუშვა, ამის შესახებ ვატიკანში უკრაინის ელჩმა, ანდრეი იურაშმა Facebook-ზე დაწერა.

„ეს არ არის მხოლოდ სიმბოლო, ეს არის უკრაინის მხარდასაჭერად გამოხატული ნამდვილი ჟესტი“, - აღნიშნა იურაშმა.

ვატიკანში უკრაინის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მონეტის გაყიდვიდან მიღებული მოგება (თითოეული მონეტის ფასი 50 ევროა) გამოიყენება უკრაინის დასახმარებლად.


2022 წლის 5 მაისს ესტონეთმა გამოაცხადა, რომ გამოუშვებს მონეტას "დიდება უკრაინას". ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესტონური მონეტის დიზაინში გამოყენებული იქნება უცხოური ტექსტი.

10 მაისს შეერთებულმა შტატებმა ვერცხლის საინვესტიციო მონეტები (ნომინალური ღირებულებით $1) უკრაინული სიმბოლოებით გამოუშვა.