უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწოდებას გამოეხმაურა.
„რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ, რადგან რუსეთი იმცირებს საკუთარ თავს. სჯობს, ჩვენ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი - ეს მოიტანს სიმშვიდეს და გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს“, - წერს კულება Twitter-ზე.
ცნობისთვის, მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომების მიუხედავად, არ დაუშვას რუსეთის დამცირება, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს.