6-7 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სერბეთში ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშააა. სერბული გაზეთის Vecherniye Novosti-ის ცნობით, მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და რუსეთის ელჩი ალექსანდრე ბოკან-ხარჩენკო ამ საკითხს ბელგრადში ხვალ განიხილავენ. სერბეთის პრეზიდენტმა მანამდე აცხადებდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მომზადების პროცესში შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას.
სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა სერბეთში ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებულ სიტუაციას განსაკუთრებით რთული უწოდა.
სერბეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსი მინისტრის ჩასვლასთან დაკავშირებული სირთულეები 10 ივნისს, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ბელგრადში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება.