სამხრეთ კორეამ და აშშ-მა რვა ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. სამხრეთ კორეამ პირობა დადო, რომ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს იმის შიშით, რომ ფხენიანი ბირთვულ იარაღს მალე გამოცდის.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ კვირას აღმოსავლეთ სანაპიროდან სულ მცირე რვა მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მხოლოდ წელს, ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების მე-18 რაუნდი იყო.
გასულ თვეში ფხენიანმა სულ მცირე სამი რაკეტა გამოსცადა, მათ შორის სავარაუდოდ, ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა: Hwasong-17.