7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში „კვირინალეს“ სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები: იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან, რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.