საგურამოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. დაიტბორა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე.
კომპანიის განცხადებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება 08/06-ის 12:00 საათიდან აღდგება.
საგურამოში ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზების ნაწილი და ავტომობილები დაიტბორა.
გარკვეულ მონაკვეთებზე ნიაღვარმა ქვა-ღორღის ჩამოშლა გამოიწვია.
რომელ უბნებს არ მიეწოდება წყალი, სრული სია იხილეთ ბმულზე.