აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი ირპენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვხდა. შესაბამისი განცხადება უკრაინაში აშშ-ის ელჩმა Twitter-ზე გაავრცელა.
„რუსეთის სასტიკი ომის დასაწყისში ირპენის სურათებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. დღეს მე შევხვდი ხალხს, მამაც პიროვნებებს, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს, დაბლოკეს რუსეთის წინსვლა დედაქალაქში და რომლებიც ახლა მოწადინებულნი არიან, აღადგინონ თავიანთი საზოგადოება. ისინი გვაძლევენ ყველას ძალას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - წერს ბრინკი.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა პრეზიდენტს ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცა.