"იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. იტალიის ოფიციალური პირების მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესის დასაჩქარებლად, კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“ყველამ გაგვიმეორა, ჩვენ ვიდექით და ვიდგებით მუდამ საქართველოს გვერდითო. ძალიან კარგად ინფორმირებული არიან. მთელი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა კარგად ვიცითო. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარეს და ეს არის ჩვენი ურყევი პოზიციაო.
ასეთი მკაფიო განცხადებები დიდი ხანია არ მომისმენია, მითუმეტეს იტალიისგან. როგორც ვიცით, ეს იტალიის ტრადიციული პოზიცია არ არის, დღევანდელი პოზიციაა იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გაანალიზეს. უყურებენ გეოპოლიტიკურ ვითარებას, უკრაინაში გაჩაღებულ ომს და ესაა მათი გზავნილი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.