9 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბერლინში, გერმანიაში გაემგზავრება. სტოლტენბერგი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და თავდაცვის ფედერალურ მინისტრს ქრისტინ ლამბრეხტს შეხვდება.
10 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ბუქარესტში, რუმინეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელსაც რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უმასპინძლებენ.
გენერალური მდივნის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა.