საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც ცნობილია, შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, რომ 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.