ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თოდორ ნედელევს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა.

ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც ცნობილია, შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა.


ასევე წაიკითხეთ:

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა