საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს ჩვენი კონსტიტუციითაა დადგენილი და წესებსა და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირადად ჩასული ვიყავი ბრიუსელში, ვესაუბრე ყველა ხელმძღვანელ პირს. მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა ფორმატით გამართულ შეხვედრაში, მათ შორის დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, მე საჯაროდ ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ახლახან ბრატისლავაში ვიმყოფებოდი, სადაც ასევე ღიად ვისაუბრე ამ განაცხადის პერსპექტივაზე. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 20 შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პრაქტიკულად, ჩვენ ყველა ქვეყანა დავფარეთ, ყველასთან აქტიური მუშაობა გვქონდა. პირადად მე, საგარეო გუნდი, ელჩები და დიპლომატიური გუნდი იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?!
- პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა