მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე ადგილობრივები აქციას მართავენ. მაცხოვრებლები გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგებას მოითხოვენ.
ამასთან, მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა.
აქციის მონაწილეების თქმით, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით გზა დაახლოებით 6 თვის წინ გადათხარეს, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა.