ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის რომ მოგვესმინა, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა

თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებდით? მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მოგვესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებდით? ან რას ნიშნავდა ეს, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი მილიონი თანამოქალაქე რუსეთში ცხოვრობს, ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა მოხდება იმ 4 მილიონ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მოგვესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.