ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთი და სხვა დასავლური ქვეყნები ფრთხილობენ, უკრაინას მიაწოდონ იარაღი, რომელსაც რუსეთიც გამოიყენებდა, რათა დარწმუნდნენ, რომ დასავლეთს სიტუაციის ესკალაციაში არ დაადანაშაულებენ.
ნიინისტოს თქმით, რუსული იარაღი უფრო ძლიერია და ის მოიცავს „თერმობარულ იარაღს“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მზარდი მძიმე შეიარაღებით. მეორე მხრივ, რუსეთმა ასევე დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის გამოყენება. თერმობარული ბომბების, რომლებიც სინამდვილეში მასობრივი განადგურების იარაღია", - განაცხადა ნიინისტომ უსაფრთხოების პოლიტიკის მოლაპარაკებების დროს ნაანტალში, მის რეზიდენციაში.
უკრაინა და NATO-ს ქვეყნები ასევე ადანაშაულებენ რუსეთს თერმობარული ბომბების გამოყენებაში, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ვაკუუმური ბომბები და ბევრად უფრო დამღუპველია ვიდრე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებები. ფინეთმა და მეზობელმა შვედეთმა 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ალიანსში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს.