საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები ირპენში ჩავიდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ლიდერები პირველ რიგში შეხვდებიან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ეწვევიან ირპინს.

"ჩვენ შევხვდებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მივიდეთ ბრძოლის ადგილზე, სადაც მკვლელობები განხორციელდა და ჩავატაროთ დაგეგმილი შეხვედრები. ეს ქალაქი არის ირპინი", - თქვა მაკრონმა.

მან დასძინა, რომ სურს უკრაინელები დაარწმუნოს ევროპულ მხარდაჭერასა და ერთიანობაში.

დელეგაციასთან ერთად იმყოფება ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. „ეს მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის, ევროპისა და გლობალური სტაბილურობისთვის“, - თქვა მან კომენტარში.