ყაზახური მედიის ცნობით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სანკტ-პეტერბურგში ვიზიტისას ალექსანდრე ნეველის ორდენის მიღებაზე უარი თქვა, რომელიც მისთვის რუსეთის ხელისუფლებას ბიზნესფორუმზე უნდა გადაეცა.
ინფორმაციას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ყაზახი პოლიტოლოგი იერბოლ იედილოვი ადასტურებს. „სახელმწიფოს მეთაურმა პატივისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა, მან გადაწყვიტა არ მიეღო არც საშინაო და არც უცხოური ჯილდოები საპრეზიდენტო უფლებამოსილების დასრულებამდე. ამავე მიზეზით, ბიშკეკში ვიზიტისას ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი თქვა პირველი ხარისხის ყირგიზულ ორდენ „მანასზე, ”- წერს ედილოვი თავის ტელეგრამაში.
გამოცემა Tengrinews.kz-მა კომენტარისთვის ყაზახეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურს მიმართა, სადაც მას ეს ინფორმაცია დაუდასტურეს.
კრემლში აცხადებენ, რომ „არავის დაჯილდოება არ იყო დაგეგმილი“.