უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

Europetime-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ საჯაროვდება. 

„უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. დაწყებულია შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 


რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლას 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.