VTB ბანკის ხელმძღვანელი: მხოლოდ საქართველოდან გავდივართ

VTB შეინარჩუნებს შვილობილი კომპანიები დსთ-ს ქვეყნებში, ჩინეთსა და ინდოეთში, - განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

„ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად, არსად არ ვყიდით ბიზნესს. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ ბანკებთან, ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედების საკითხს, რათა ვიყოთ ძირითადი ბანკი ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებისთვის“, - თქვა მან.

კოსტინის თქმით, ვითიბი ამ ქვეყნებში თავისი ბიზნესის პერსპექტივას ხედავს.

სანქციების დაწესებამდე „ვითიბი ჯგუფი“ წარმოდგენილი იყო სომხეთში, ბელორუსიში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. მას ჰქონდა შვილობილი და ასოცირებული ბანკები გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კვიპროსში, საქართველოში და ანგოლაში, ასევე VTB ბანკის ერთი ფილიალი ჩინეთსა და ინდოეთში, VTB Capital plc-ის ფილიალი სინგაპურში.


ცნობისათვის, „VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.