ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.


ასევე წაიკითხეთ:

ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა