პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
ასევე წაიკითხეთ:
ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა