იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა.
დიპლომატმა პოლიტიკური ძალა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხში, არამყარი პოზიციის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, 22 ივნისიდან პარტია პარლამენტში „პირველი ძალა აღარ იქნება“.
მაიომ განაცხადა, რომ შექმნის ახალ საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც მხარს დაუჭერს მარიო დრაგის მთავრობას. იტალიური მედიის ცნობით, „5 ვარსკვლავის მოძრაობა 60-მა დეპუტატმა დატოვა“ და დიმაიოს ახალ ჯგუფს შეუერთდნენ.
ცნობისათვის, „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ 2018 წლიდან ამ დრომდე მსხვილ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და არჩევნებზე ხმათა 33% მიიღო. მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით, სუსტ პოზიციაში დაადანაშაულა.
ამასთან ცნობილია, რომ იტალიამ უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება.