ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ სტატუსი მისცეს

უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ. თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ასვევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს აცნობს.

„ჩვენ ყველას გვინდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს, არა როგორც ემოციების და აღქმების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით იყო საქართველო და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც გულდასაწყვეტია.

მოვისმინეთ ასევე, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის, ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია. სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ასვევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ, როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი: 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა