ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებს.

„ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სანდუს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ვულოცავ ამ იმედის დღეს. კანდიდატის სტატუსის მიღება ისტორიული ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთობას და სურვილს. ჩვენ, სამივე ასოცირებული ქვეყანა, ევროპის გზაზე ერთად ვართ“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.