გერმანიის საელჩო კანდიდატის სტატუსზე: ქართველი ხალხი მზადა, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ამ გზაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს, - წერს სოციალურ ქსელში გერმანიის საელჩო საქართველოში.

"მიზანი ნათელია - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ამ გზაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. გერმანია ამ წარმატების უზრუნველსაყოფად თავის წვლილს შეიტანს. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის", - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.


ასევე წაიკითხეთ: