კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

პოლტავას ოლქში, კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრ „ამსტორზე“ რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,, დმიტრო ლუნინმა განაცხადა.

27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს.