ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება დაგმო და განაცხადა, რომ შესაძლოა, ფხენიანს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება დასჭირდეს.
როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, „რეალობა ნათლად აჩვენებს, რომ „ჩრდილოეთ კორეის საფრთხის” შესახებ აშშ-ის ჭორების გავრცელების რეალური მიზანი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე სამხედრო უპირატესობის ლეგიტიმაციაა“.
„სიტუაცია უფრო სასწრაფოდ ითხოვს ქვეყნის თავდაცვითი ძალების გაძლიერებას, რათა აქტიურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გარემოს სწრაფ გამწვავებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები გასულ კვირას NATO -ს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მოიძინო დამატებითი საშუალებები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეკავების გასაძლიერებლად.
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის შეთანხმება „აზიური NATO-ს“ შექმნის შესახებ აშშ-ის გეგმის ნაწილია.