ოლენა ზელენსკა: უკრაინაში არ არსებობს ქალაქები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება, ჩაითვალოს, ხალხი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს

უკრაინაში არ არსებობს ქალაქები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება, ჩაითვალოს, ხალხი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომელიც იტალიურ Porta a Porta-ს ესაუბრა.

„უკრაინელი მოზარდები და მათი შვილები ყოველდღე იძინებენ და არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა ხვალ, რადგან რუსული რაკეტა მათ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხვდეთ, როგორც ეს მოხდა წინა დღეს, ოდესაში, მიკოლაისა და კიევში“, - ამბობს პირველი ლედი ინტერვიუში.

პრეზიდენტის მეუღლეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ეშინია თუ არა სიკვდილის. „მეჩვენება, რომ ყველას აქვს ეს (სიკვდილის შიში - რედ.). მე ყოველთვის მეშინოდა ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ სიკვდილის. ეს უბრალოდ არასწორია.

„ეს ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. თუ არ გეშინია სიკვდილის, არც სხვისი სიკვდილის გეშინია. მეჩვენება, რომ ეს არის განსხვავება ჩვენსა და რუსებს შორის. ჩვენ განვიცდით თითოეული ჩვენი მოქალაქის გარდაცვალებას და ვაფასებთ თითოეულ სიცოცხლეს, მაშინ, როცა ისინი თავიანთ ჯარისკაცებს ამ ომში ისე რთავენ, რომ არ აფასებენ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრად აღემატებიან ჩვენს რაოდენობას, ჩვენი სული უფრო ძლიერია, ამიტომ იმედს ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, ბევრმა კოლეგამ და მეგობარმა შესთავაზა დახმარება, მათ შორის, სხვაგან გადაადგილება, მაგრამ უარი თქვა.

„არასდროს მინანია, რომ არსად არ წავსულვარ, რადგან მართლა ვერ მოვისვენებდი. აქ თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.