იტალიაში, ალპებში ზვავის ჩამოწოლის ადგილზე სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
4 ივლისის დილის მდგომარეობით ექვსი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. მათგან ოთხი უკვე იდენტიფიცირებულია - ეს არის იტალიის სამი და ჩეხეთის ერთი მოქალაქე. დაღუპილი კაცისა და ქალის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
დაკარგულებს შორის არიან იტალიელები, გერმანელები, ჩეხები და რუმინელები. დაშავდა ცხრა ადამიანი, დაშავებულებს შორის იყვნენ გიდები, რომლებიც მყინვარწვერამდე მიმავალ ორ ჯგუფს მიჰყავდათ.
ცნობისათვის, 4 ივლისს ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.